შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

დღის სტატია

გერმანიის რუკა
გერმანიის რუკა
ბერლინის ბლოკადა (21 ივნისი, 194811 მაისი, 1949) — ცივი ომის ერთ–ერთი პირველი კრიზისი. დაიწყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ დასავლეთ ბერლინსა (რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობდა) და მოკავშირეთა მიერ კონტროლირებული გერმანიის ტერიტორიებს შორის კავშირის გადაკეტვით. ბლოკადა თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა და მხოლოდ მაშინ მოიხსნა, როდესაც აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაამტკიცეს, რომ შესაძლებელი იყო ქალაქის მომარაგება საჰაერო გზით.

სიახლეები

12 მაისი — ამ დღეს...

კონრად ცუზე
კონრად ცუზე
  • 1361 : პოლონეთის უძველესი, იაგელონის უნივერსიტეტი დაარსდა კრაკოვში.
  • 1551 : ამერიკის კონტინენტებზე უძველესი — სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა ლიმაში (პერუ).
  • 1881 : ტუნისი საფრანგეთის პროტექტორატი ხდება.
  • 1926 : პოლონეთში იუზეფ პილსუდსკის რეჟიმი დამყარდა.
  • 1941 : გერმანელმა ინჟინერმა კონრად ცუზემ (სურათზე) ბერლინში წარმოადგინა Z3, მსოფლიოს პირველი მოქმედი, პროგრამირებადი, სრულიად ავტომატური კომპიუტერი.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომისაბჭოთა ჯარებმა ყირიმის ოპერაციაში გაიმარჯვეს.
  • 1949 : ცივი ომი — საბჭოთა კავშირი ხსნის ბერლინის ბლოკადას.
  • 1965 : საბჭოთა ხომალდი „ლუნა-5“ მთვარის ზედაპირზე დაიმსხვრა.
  • 1967 : ინგლისში პინკ ფლოიდი პირველ ქვადროფონულ როკ კონცერტს ატარებს.
  • 1997 : ხელი მოეწერა ხასავიურტის სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის.
  • 1999 : ქართველი ალპინისტები ევერესტზე ავიდნენ.
  • 2000 : თანამედროვე ხელოვნების გალერეა ტეიტ მოდერნი იხსნება ლონდონში.
  • 2002 : აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კუბაში ჩადის, რაც პირველი შემთხვევა იყო კასტროს 1959 წლის რევოლუციის შემდეგ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი